Wednesday, July 6, 2016

       დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის ფორმებსა და მეთოდებზე.
       გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ დაწერილი პროექტები.გავითვალისწინეთ ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები,იყო თუ არა პროექტი სრულყოფილად საჭირო კრიტერიუმების მიხედვით წარდგენილი.
      მივეცით ერთმანეთს რჩევები და ჩემი აზრით,უკუკავშირი ეხმარება არამარტო იმას ვინც აძლევს უკუკავშირს,არამედ პროექტის ავტორსაც.
      უკუკავშირის დროს შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
      ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,რასაც გავითვალისწინებ შემდგომში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება. დავინახე აგრეთვე,რომ აზრთა გაზიარებისა და ერთმანეთზე რჩევების მიცემისას მორგებულად გამოვიყენო საკომუნიკაციო საშუალებები,რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.

No comments:

Post a Comment